თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

16:11, 29.07.2018

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს. უწყების ცნობით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.

„​ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი