თბი​ლისის ზღვაზე მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა
თბი​ლისის ზღვაზე მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა

თბი​ლისის ზღვაზე მოქალაქეთა ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, დაუყოვნებლივ აღდგეს მშენებლობის ნებართვა მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე და მერიამ შეასრულოს 8 ივლისს გაცემული შესაბამისი დაპირება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიწის ნაკვეთები რეესტრში აქვთ დაკანონებული. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ვერ იყენებენ ამ უფლებას.

„მე გახლავართ მიწის მესაკუთრე თბილისის ზღვის მიმდებარედ, ე.წ. ავშნიანში, ზღვაზე. თვენახევრის წინ ჩვენ გავაკეთეთ აქცია იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც წლებია, გვაქვს. გვაქვს საკუთრება რეესტრში დაკანონებული, თუმცა ვერ ვიყენებთ, რადგან ჩვენს მიწის ნაკვეთებს ადევს ლანდშაფტური სტატუსი. 30 ათასი ადამიანის მიწის მესაკუთრის ნაკვეთს აქვს ლანდშაფტი დადებული“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ნონა გულორდავამ.

ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი მოვიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა.

„ჩვენ ავუხსენით მათ, რომ პირველ რიგში თბილისის მთავრობამ მიიღო სანიტარული ნორმები, თუ როგორ უნდა მოხდეს მშენებლობა იმ ზონებში, სადაც დასაშვები იქნება მშენებლობა. ეს არის ყველაზე მთავარი შეთანხმება, რაც მოხდა ჩვენსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ შორის. უახლოეს საკრებულოს სხდომაზე ეს წესები დამტკიცდება. შემდეგ ჩვენ მათ ვუთხარით, რომ წესების დამტკიცების შემდეგ ის ტერიტორიები, რომლებიც არ არის მკაცრი დაცვის ზონაში, მათ დაუბრუნდებათ. ძველი გეგნგეგმის მიხედვით არის ძირითადად რეკრეაციული ზონები, თუმცა სპეციალური ნებართვებით შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.