თბილისის ზღვაში, Gino Paradise-ის მიმდებარედ ბანაობისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი 1995 წელს დაბადებული მამაკაცია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.