თბილისის ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

21:13, 06.06.2019

თბილისის ზღვაში, Gino Paradise-ის მიმდებარედ ბანაობისას ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი 1995 წელს დაბადებული მამაკაცია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი