თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.
როგორც ადგილზე ყვებიან, როდესაც მოზარდს ნაპირზე ამოსვლა გაუჭირდა, ახალგაზრდებმა დასახმარებლად მეთევზეებს დაუძახეს, რომელბმაც 112-ში დარეკეს.
ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.