თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

19:32, 13.06.2019

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა თანატოლებთან ერთად საცურაოდ იმყოფებოდა.

როგორც ადგილზე ყვებიან, როდესაც მოზარდს ნაპირზე ამოსვლა გაუჭირდა, ახალგაზრდებმა დასახმარებლად მეთევზეებს დაუძახეს, რომელბმაც 112-ში დარეკეს.

ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი