თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის მზად არიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა.

„სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია დერეფნები.

თბილისის ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება“, – აღნიშნულია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდა. სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება.