თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე ვაჭრობის განხორციელება სატრანსპორტო და მასზე მისაბმელი საშუალებით, ან სხვა მექანიკურად მოძრავი საშუალების გამოყენებით, 1000 ლარიან ჯარიმას ან/და საგნის კონფისკაციას გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
ცვლილებით, თბილისის ტერიტორიაზე შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე ვაჭრობა ფიზიკური ან და იურიდიული პირის შემთხვევაში, 20 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა – 300 ლარით.
ამასთან, პროექტით, 50 ლარიდან 200 ლარამდე იზრდება უფლებამოსილი პირის მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის განკუთვნილი ჯარიმაც.