თბილისის სომხურ ეკლესიებში 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი ჩატარდა
24 აპრილს თბილისის სომხურ ეკლესიებში 1915 წელს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი ჩატარდა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვალმა, არქიმანდრიტმა კირაკის დავთიანმა და საქართველოში სომხეთის ელჩმა, რუბენ სადოიანმა სურბ ეჩმიაძინის ეკლესიის ეზოში 1915 წელს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გუშინ საღამოს კი, 21:00 საათზე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა, სარკმელთან სანთლები დაანთეს და დაღუპულთა სულებისთვის ილოცეს.