ნოდარ დუმბაძის საფლავზე პარაკლისი აღევლინა
ნოდარ დუმბაძის საფლავზე პარაკლისი აღევლინა

14 სექტემბერს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა. მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ნოდარ დუმბაძის საფლავზე პარაკლისი აღევლინა. პარაკლისს მწერლის საფლავთან ოჯახის წევრები და მოზარდ მაყურებელთა თეატრის თანამშრომლები შეიკრიბნენ.

დღესვე, რამდენიმე ღონისძიება დაანონსდა, რომელიც მწერლის 91-ე წლის იუბილეს უკავშირდება. თეატრი დღეს სეზონს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებზე შექმნილი სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ გახსნის.

ნოდარ დუმბაძე 1984 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მზიურის პარკში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი