კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონში, მირცხულავას და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება.
ნაძალადევის რაიონში, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ გორგასლის (ნაწილობრივ), წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძის, ნადიკვარის, ბერძნის, კალანდაძის და ათონელის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კოსტავას, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, როდენის, მიხეილ თუმანიშვილის და როდენის ქუჩებზე. 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედანსა და ლეონიძის ქუჩას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების, მესხის, ლიხის, ვეძინის, ჩაბალის, ქიქოძის და ალექსანდერე ჭავჭავაძის ქუჩებზეც.
12:00 საათიდან 13:30 საათამდე კი ელექტრომომარაგება მთაწმინდის ქუჩაზე შეიზღუდება.
ვაკის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მიხეილ თამარაშვილის შესახვევის და გივი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ წყნეთის გზატკეცილის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩის აბონენტებს.
საბურთალოს რაიონში, დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის და ბალანჩივაძის ქუჩებზე დენი 10;00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
10:00 საათიდან 17;00 საათამდე ელექტროენერგიაზე შეზღუდვა გავრცელდება 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის, კოსტავას (ნაწილობრივ), შარტავას, ანაგის, გაგარინის, იოსებიძის, გოთუას, ონიაშვილის, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, ვოლოდარსკის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ზოვრეთის, იმედაშვილის, გაბრიელ ისაკაძის, ლვოვის, ლუქსემბურგის, აბაშიძის, ცხინვალის, არდაზიანის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, იოსებ ბაქრაძის, კანდელაკის, ოდესის, ნუცუბიძის, მგალობლიშვილის და ლევანდოვსკის ქუჩების მცხოვრებლებისთვის.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ცინცაძის ქუჩის მოსახლეობას. 12:00 საათიდან 14:00 საათამდე დენის მიწოდება შეეზღუდებათ ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ცაგარელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.