თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება
თბილისის შვიდ რაიონს ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგია 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება. საუბარია გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ჟველაურის, დვირის და ედისის ქუჩების მცხოვრებლებზე.
საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის, ინტენსიფიკაციის და ბერიტაშვილის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

მთაწმინდის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გუდიაშვილის, ჯორჯაძის, ფურცელაძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, აბესაძის, დადიანის, ლერმონტოვის, ლესელიძის, კოტე აფხაზის, მთაწმინდის და ასათიანის ქუჩების აბონენტებს.

ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჯავახიშვილის, თოიძის, ნინო ჩხეიძის, წმინდა ნიკოლოზის, ხეთაგუროვის, ციმაკურიძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ქვლივიძის, ჩიქობავას, გრანელის, ხიმშიაშვილის და გოცირიძის ქუჩებსაც. 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება აღმაშენებლის გამზირსა (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩაზე.

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონების და ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს დენი
10:30 საათიდან 18:0 საათამდე შეუწყდებათ.

დიდგორის რაიონში, სოფელი დიდების, კოჯრის და ბეთანიის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
ვაკის რაიონში, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩებზე დენი 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.