კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის გამზირის, ვაჟა-ფშაველას II, IV და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, სოფელ ლისის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწენიძის, საკანდელიძის, უნივერსიტეტის, თოფურიას, თავხელიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ოთარ ჩხეიძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) შმიდტის, ოთარ ჭილაძის, ბურძგლას, მიცკევიჩის, ცაგარელის, საბურთალოს, საირმის და გორის ქუჩების აბონენტებსაც. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონში (ნაწილობრივ), ჟღენტის, ნუცუბიძის და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ პურის მოედნის, გორგასლის, კრწანისის, გრიგოლ ხანძთელის, იერუსალიმის, კოტე აფხაზის, საიათნოვას, ვახტანგ ბერიას, აბოვიანის და ტყავის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ფონიჭალის დასახლების, სოფ. თელეთის, ლომინაძის, ჟორდანიას, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების აბონენტებსაც.
მთაწმინდის რაიონში, ამაღლების, ბოლო აღმართის, წავკისის და ოქროყანის ქუჩებზე ელექტროენერგია
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ვაკის რაიონში, ფალიაშვილის, გიორგი მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, ყიფშიძის და გაბაშვილის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაზისუბნის დასახლების, კვაჭანტირაძის, როსტომაშვილის, ჩოხელის, ბალადანის, თეთრიწყაროს, დოლიძის, ბაქრაშვილის, წულაძის, ციხისძირის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებზე.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვაზისუბნის დასახლების I, II და IV მიკრარაიონის I კვარტლის, მხატვრების დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების IV კვარტლის, ვარკეთილი-3 დასახლების „დ“ ქუჩის, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, მეტრომშენის დასახლების, ხელოვანთა, სულაქველიძის, ალუბლების, შანდორ პეტეფის, პატარიძის, მშველიძის და მუსხელიშვილის ქუჩების აბონენტებსაც.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ვარკეთილის მასივის ზედა პლატოსა და თრიალეთის ქუჩაზე.
გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-2 დასახლების, ჯანჯღავას, კაჭარავას, შეშელიძის, ილია ვეკუას, ხიზამბარელის, ხიზაბავრის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.