კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონში, სალხინოს, აბაშის, ასხინის, ქვალონის, ცაიშის და ნინოშვილის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მოსკოვის გამზირის V კვარტლის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კალოუბნის, შუამთის, მამისაშვილის, ნაკადულის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებზე.
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ერწოს და ხევისუბნის ქუჩებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ გავრცელდება გურამიშვილის გამზირზეც.
გლდანის რაიონში, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის აბონენტებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
კრწანისის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება გორგასლის, კრწანისის, ნიშნიანიძის და შავნაბადას ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, ქავთარაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებზე. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ პეკინის გამზირის და ბახტრიონის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, აეროდრომის დასახლების, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ნოე რამიშვილის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, წულუკიძის, მანდელშტამის, 17 შინდისელი გმირის, ჩაჩუას და ძეგლევის ქუჩების აბონენტებზე.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის I და VI კვარტლებში დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.