კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი ჩალიპირების, მისის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, დემეტრე თავდადებულის, ჭიაურელის, პეტრიწის და ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებზე. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის და ზაქარიაძის ქუჩების აბონენტებს.
ჩუღურეთის რაიონში, ხეთაგუროვის, თვალჭრელიძის, გორკის, ქვლივიძის და გოცირიძის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ ალ. ჭავჭავაძის, არსენას, ვეძინის, ქიქოძის, რიწის, ცხემის, კაკაბაძეების, მთაწმინდის, ყიფიანის, მესხის, რაზმაძის, ცხვედაძის, ტაბიძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, დენის მიწოდება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მახათას, ალადაშვილის, მთავარანგელოზის, დმანისის, მარტყოფის, ობსერვატორიის, ერისთავის, აბულაძის, წურწუმიას, ირბახის, ნასაკირალის და გურჯაანის ქუჩების აბონენტებზე.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა გავრცელდება გურამიშვილის გამზირზე (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლებში, ილურიძის, ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქსოვრელის, ქართლის, მაღალაშვილის, ცოდნისკარის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჩარგლის, ურეკის, შატილის, საჩხერის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის და ირემაშვილის ქუჩებზე.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 X კვარტალში, კალოუბნის, შუამთის და აბაშვილის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.
მთაწმინდის რაიონში, ბოლო აღმართის, ოქროყანის აღმართის, წავკისის და ამაღლების ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.