კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის შვიდ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონში, რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ქეთევან წამებულის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ფაღავას, ალიხანიანის, ხერხეულიძის, ლაგოდეხის, ირბახის, წურწუმიას, შავიშვილის, ბოროდინის, სართიჭალის და იზაშვილის ქუჩების მცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონს.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ დავით აღმაშენებლის გამზირზე, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩებზე.
ვაკის რაიონში, ლიზიკო ქავთარაძის ქუჩაზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ქვემო ვეძისის დასახლების, გოთუას, შარტავას, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ცხინვალის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, ოდიშელიძის, ჩერქეზიშვილის, ლუქსემბურგის, მგალობლიშვილის, ლვოვის, ონიაშვილის, ოდესის და ისაკაძის ქუჩებზე.
დიდგორის რაიონში, სოფელი წავკისის და ტაბახმელას მოსახლეობას ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონში, ლეონიძის ქუჩაზე ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.