თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროში შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროში შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება.
„მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით. ამასთან, „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოძრაობა შეჩერებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება. რაც შეეხება საბურთალოს ხაზს, მგზავრთა მომსახურება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.