თბილისის სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.
„აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას“, – განმარტავენ საქართველოს მთავრობაში.