თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა.