თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს
ვაკის პარკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე განსასჯელის, „გრინსერვის+“-ის დირექტორ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა სასამართლოზე შადრევნის მაკომპლექტირებელი დეტალების მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენლის, მონტაჟის ინჟინერის, ლიანგ მინგჩის გამოკითხვა მოითხოვა.
როგორც ჩოფიკაშვილმა განაცხადა, მან ვერ შეძლო მნიშვნელოვან მოწმესთან დაკავშირება და გამოკითხვა, ბრალდების მხარე კი ამ მოწმის მოძიებით არ დაინტერესებულა.
თავად ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ მოწმის დაკითხვა, რადგან მან დაამონტაჟა აპარატურა და ერთი თვის განმავლიბაში ატარებდა სამუშაოებს, მისი კომპანიის თანამშრომლები კი ლიანგ მინგჩს მხოლოდ ეხმარებოდნენ.
„ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ეს ადამიანი, მთელი აპარატურა დაამონტაჟა „დელტა 300“-ის წარმომადგენელმა და გარანტიაც მოგვცა, რომ რამე დამართნოდა, მას უნდა გაეკეთებინა. შეკითხვები მეც მაქვს მასთან და მნიშვნელოვანია სასამართლოზე მისი გამოკითხვა“, – განაცხადა ლაშა ფურცხცანიძემ.
მანამდე პროკურორმა საკუთარი მტკიცებულებათა ნუსხის წარდგენისას თქვა, რომ ამოღებული მობილური ტელეფონის დალუქვის წინააღმდეგი იყო ლაშა ფურცხვანიძე, რაზეც ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ გამომძიებელს ოფისიდან ტელეფონი თავად გადასცა, ეკრანის პაროლი მიაწოდა, ნივთმკიცებების ამოღების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, გამოძიება ამ კონკრეტულ მობილურს ვერ ამოიღებდა.
ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლიბდა და დასამალი არაფერი აქვს.
სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებათა ნუსხის მიღებაზე მსჯელობენ. ადვოკატები 27 დეკემბრამდე პროკურატურის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვენ.