თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან დაკავებული პირების პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან დაკავებული პირების პროცესი იმართება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით – პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლით სამი პირია დაკავებული.
„პოზიცია ერთია და უცვლელი, რომ მტკიცებულებების არქონის პირობებში ყველა პირი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდანვე. პოლიციელებს არ აქვთ არც ერთი მტკიცებულება, რომელიც გამოკვეთდა კონკრეტული პირების ბრალეულობას ამ ქმედებებში. შესაბამისად ვითხოვთ, რომ ისინი სხდომათა დარბაზიდან გამოუშვან. გუშინ რაც მოხდა, ეს არის ადამიანების პროტესტი იმ აბსოლუტურად უკანონო ქმედებების გამო, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხორციელდა“, – განაცხადა ლევან დავითაიამ.
ოპოზიციის დაკავებული მხარდამჭერები ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან გუშინ საჩივრების განხილვის სხდომაზე ოპოზიციის კანდიდატების დასწრებას ითხოვდნენ.