ბათუმის საქალაქო სასამართლო ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს
ბათუმის საქალაქო სასამართლო ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული. დღეს ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძისთვის მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე უნდა იმსჯელოს.

სასამართლოსთან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებმაც გუშინ აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით ოთხი პირი დააკავეს.

ახლობლები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძის დაკავების მიზეზი გახდა კონფლიქტი. რამდენიმე პირს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც რამდენიმე მათგანი დაიჭრა. ჯამში ფაქტზე ხუთი პირია დაკავებული.

წულუკიძესა და ანათაძეს აქვთ პირობითი სასჯელიც; ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის გამო იხდიდნენ სასჯელს. მაშინაც მათ დაკავებასა და სასამართლო პროცესებს ხმაური მოჰყვა.