თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გრძელდება.
სხდომაზე ამ წუთებში პატრულ-ინსპექტორები იკითხებიან.
როგორც ერთ-ერთი დაკავებული ნიკა ბურჭულაძე აცხადებს, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა.
„ჩვენ ვმართავდით მშვიდობიან აქციას და მოვითხოვდით ჩვენი მოპარული ხმების დაბრუნებას, სრულიად მშვიდობიანად და არავის არ ვეწინააღმდეგებოდით. ოქმში ყველას გვიწერია, რომ ვიგინებოდით და კანონიერ მოთხოვნას არ ვემორჩილებოდით, თუმცა იქ არც არავის მოუწოდებია არაფერი, რადგან არც ვარღვევდით არაფერს. შესაბამისად, არც გინებას არ ჰქონდა ადგილი. სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებია. გუშინაც სამართალდამცველები იყვნენ დაბნეულები და ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები. რა მოლოდინები უნდა მქონდეს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებილი სასამართლოსგან, ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა ნიკა ბურჭულაძემ.