თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.
ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
ამასთან, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე ხუთი წლით იმუშავებს.
დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა.