თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
გიორგი რურუას ადვოკატები ბრალდებულისთვის პატიმრობის შეცვლას 10 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდნენ.
გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.