თბილისის სამ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის სამ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონის აბონენტებს, კერძოდ, სოფელი გლდანისა და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე შეეხებათ. ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლისა და რომელაშვილის ქუჩებზე.

10:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე.

ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. კერძოდ, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა ბერბუკის ქუჩის მცხოვრებლებს შეეხებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.