გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, IV, V კვარტლების, რომელაშვილის, ანაპის, მუხიანის, ავშნის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებზე.
გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ ასევე შეეხებათ ანდრონიკაშვილის და ლიბანის ქუჩებს.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმლენიცკის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.