გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დიდგორის რაიონში, დაბა კოჯრის აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ.
ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩებზე.
გლდანის რაიონში, მუხიანის II მიკრორაიონში დენი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.