ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, დედაქალაქის 3 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში დენი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება. საუბარია სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდება.
გლდანის რაიონში, გლდანის IIIა მიკრორაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ.