ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრე იბერის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
„ასევე შეზღუდვა გავრცელდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებზე. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეეზღუდება ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება სადგური ლილოს მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მაცხოვრებლებზე.
ელექტრომომარაგება შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონშიც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და წინამძღვრიშვილის ქუჩებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.