თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის სამ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდი დიღმის III მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და პეტრე იბერის ქუჩებზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.

„ასევე შეზღუდვა გავრცელდება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ფერმწერთა ქუჩის მაცხოვრებლებზე. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე კი ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეეზღუდება ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება სადგური ლილოს მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი შეზღუდვა ასევე გავრცელდება ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის მაცხოვრებლებზე.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონშიც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეზღუდვა შეეხება: კონსტიტუციის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და წინამძღვრიშვილის ქუჩებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.