თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 14 ივნისს პარაორკესტრის კონცერტი გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 14 ივნისს პარაორკესტრის კონცერტი გაიმართება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 14 ივნისს პარაორკესტრის კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მომღერლები და მუსიკოსები, სალომე კორკოტაშვილი, დათუნა ალადაშვილი და დათო ერგემლიძე.

საღამო საქველმოქმედოა და მასთან ერთად დაგეგმილია ნახატების გამოფენა-გაყიდვაც. ღონისძიებაზე შესული თანხა გადაირიცხება მუსთერაპიულ ცენტრში, რომელიც მოხმარდება საკრავი ინსტრუმენტების შეძენასა და ცენტრის განვითარებას.

პარაორკესტრი საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს. ორკესტრის მიზანია შშმ პირების გააქტიურება და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვა, ინკლუზიური კულტურული ღონისძიებისა და კამპანიების პოპულარიზაცია, მათი მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.