თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს, – ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს.
ძლიერი ქარის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეფერხებით მუშაობდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, 9 მარტს, ძლიერი ქარის გამო, გაუქმდა ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ ორი რეისი სტამბოლი-თბილისის მიმართულებით, ასევე გაუქმდა Air Astana-ს ერთი რეისი.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განაცხადეს, China Southern Airlines-ის რეისი ურუმჩი-თბილისი აშხაბადში გადამისამართდა. მათი ინფორმაციით, ურუმჩი-თბილისის ავიარეისი თბილისში 13:30 საათზე ჩამოფრინდება.