დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.
„დღეს „საახალწლო სოფელი“ დასრულდა, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ბევრი აქტივობა განხორციელდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და მეწარმეს, ვინც მის ორგანიზებაში იყო ჩართული“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
კონცერტში მონაწილეობდნენ მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე და დათო ფორჩხიძე. შემსრულებლები მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად, კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელის, რუსა მორჩილაძის მიერ შედგენილი პროგრამით წარდგნენ.
ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე ჯგუფმა The Quintessence, ანსამბლმა „შავნაბადამ“ და გიორგი სუხიტაშვილმა ოსური და აფხაზური სიმღერები შეასრულეს.