კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქუთათელაძის, ქავთარაძის, გოძიაშვილის, გელოვანის, მაჭავარიანის, თოფურიძის, ემხვარის, აისის, ეგრისის, ჩაჩავას, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების აბონენტებს.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე ელექტრომომარაგება ნაწილობრივ შეიზღუდება უნივერსიტეტის ქუჩაზეც.
ვაკის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. კერძოდ ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება მოსაშვილის ქუჩას.
გლდანის რაიონში დენი, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. საუბარია გლდანის ხევის დასახლების, ნანეიშვილის, ბაღნარის, ანდრონიკაშვილის, ჩიქვანაიას, მანაგაძის, ბიჭვინთის, რევოლუციის, სკოლის, ზაჰესის, ჭრებალოს, ულიანოვის, სარაჯიშვილის, უწერის და გაგრის ქუჩების მცხოვრებლებზე.
კრწანისის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), პუშკინის, დიუმას, ვერცხლის, ცინცაძის, ნიშნიანიძის და გორგასლის ქუჩებზე.
სამგორის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხებათ. საუბარია კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, დავითაშვილის, ამილახვარის, მაისურაძის და დამენიას ქუჩებზე.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება კახეთის გზატკეცილზე, ლოჭინის დასახლებასა და ჭირნახულის ქუჩაზეც.
დიდუბის რაიონში, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩებზე დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას ელექტროენერგია 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
მთაწმინდის რაიონში, ეექტრომომარაგებაზე შეზღუდვა 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გავრცელდება. საუბარია კოსტავას (ნაწილობრივ), ნიკოლაძის, ქიაჩელის და მელიქიშვილის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.