გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონში, ვარკეთილი-3 IV, VI, VII, VIII, IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს
დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონშიც.
დიდუბის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რობაქიძის, კარალეთის, ცაბაძის, სამტრედიის, აგლაძის, სტანისლავსკის, გუდაუთის და ელიავას ქუჩების მცხოვრებლებზე.
გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკების და სოფელი გლდანის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას, ანდრონიკაშვილის, კაჭარავას V ქუჩის, ჭედიას და კობერიძის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დელისის III ქუჩის, დელისის, ნუცუბიძის, ჯებაშვილის, ნადარეიშვილის და სიხარულიძის ქუჩებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის და გელოვანის ქუჩებზეც.
ჩუღურეთის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ აღმაშენებლის გამზირს (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ნეკრასოვის და ტყვიავის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონში დენი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეწყდება. საუბარია ქიქოძის, ლორთქიფანიძის, იაშვილის, ლერმონტოვის და მაჩაბელის ქუჩებზე.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ სამგორის დასახლების, სამგორის (ნაწილობრივ), პეტეფის, ლაღიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.