„თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში, ლილოს დასახლებისა (ნაწილობრივ) და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება სოფელი დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, წუწუნავას, ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის (ორხევი), ჩანტლაძის, მუხაძის, ფიროსმანის (ორხევი), კოსტავას (ორხევი), კაკაბეთის, ახვლედიანის (ორხევი), პეტრიწის (ორხევი), ამირანაშვილის (ორხევი) და აბზიანიძის (ორხევი) ქუჩებზე.
გლდანის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. საუბარია გლდანის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, ხევძმარის, რამაზ შენგელიას და ალეკო გობრონიძის ქუჩებზე.
საბურთალოს რაიონში, ბალანჩივაძის ქუჩის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეეზღუდებათ. ასევე 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებზე.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზემო ვეძისის დასახლების, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ზემო ვეძისის, დავითაშვილის, ლვოვის, ვაზისუბნის, ოდესის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, აბაშიძის, ცხინვალის, არდაზიანის, ჩერქეზიშვილის, ონიაშვილის, მგალობლიშვილის, გაბრიელ ისაკაძის, დელისის, ზემო დელისის, ნუცუბიძის, ჩიქოვანის და მეგრელაძის ქუჩების მცხოვრებლებსაც.
ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებზე.
მთაწმინდის რაიონის აბონენტებს, დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეუწყდებათ. საუბარია ფურცელაძის, გუდიაშვილის, მანჯგალაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის და ათონელის ქუჩებზე.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხებათ რესპუბლიკის მოედნის მცხოვრებლებსაც. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ინგოროყვას, ჩიტაძის (ნაწილობრივ) და შევჩენკოს ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის I კვარტლის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, ხოშარაულის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის და ცემის ქუჩებზეც..
ასევე 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რაჟდენ გვეტაძის, გაფრინდაულის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ყიფიანის, გოგოლაურის, ხოშარაულის (ნაწილობრივ), აგლაძის, ქუთაისის და სამტრედიის ქუჩებს. 13 საათიდან 14 საათამდე კი ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მირცხულავას, გუდაუთის და ხოშარაულის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ დავით აღმაშენებლის გამზირისა და გიორგი კვინიტაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
ისნის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია საინგილოს, ბეღლეთის, სომხეთის, მუჯირიშვილის, ახალუბნის, შილდის, გალავნის, რუისპირის, ნაქერალის და ოძისის ქუჩებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.