კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
სამგორის რაიონის აბონენტებს, ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ. საუბარია ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, ჭირნახულის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩებზე.
ვაკის რაიონში, დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება. კერძოდ კოსტავას, მელიქიშვილის, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის და ნიკოლაძის ქუჩებზე.
კრწანისის რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ბარათაშვილის, ფურცელაძის, სულხანიშვილის, ვეკუას, მტკვრის, ორბელიანის და სანაპიროს ქუჩებზე.
ჩუღურეთის რაიონში, ზაქრაძის, ქურდიანის და მეუნარგიას ქუჩების მცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:0 საათამდე შეუწყდებათ.
დიდუბის რაიონის აბონენტებს, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სტანისლავსკის, ხოშარაულის, აგლაძის, კერესელიძის, დიდუბის, გოგოლაურის, ბაქრაძის, ვანის, გუდაუთის, ზესტაფონის, ტყიბულის და მრევლიშვილის ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს, ელექტროენერგია
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეზღუდებათ.
საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია
დელისის III ქუჩის, თამაზ ნადარეიშვილის, გაზაფხულის, კამანის, ჯებაშვილის, ინტენსიფიკაციის და ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებზე.
ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტალში დენი 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.