კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში დენის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ერეკლე მეორეს მოედნის, ჩახრუხაძის, შავთელის, კოტე აფხაზის, ნიშნიანიძის, ალექსანდრე ჩიკვაიძის, ყავლაშვილის, ჭონქაძის, ყიფიანის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის, ჩიტაძის, ვეძინის, უკლებას, ბესიკის, მოსიძის, არსენას, გალაქტიონ ტაბიძის, ასათიანის, მაჩაბელის, დადიანის, აბესაძის, კუფტინის, ლერმონტოვის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, ვერცხლის, პუშკინის, ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, ახოსპირელის, ლეონიძის, ამაღლების, მუსხელიშვილის, საადის, აჯიაშვილის, ბეთლემის, შუშინის, გორგასლის, გრიშაშვილის, ფირდოუსის, სამღებროს, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ძმები ზდანევიჩების, იაშვილის და ქიქოძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
ისნისა და სამგორის რაიონებში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ლაღიძის ჩიხის, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის, შანდორ პეტეფის, მანდელშტამის, ზურაბ ჩაჩუას, 17 შინდისელი გმირის და ძეგვლევის ქუჩების აბონენტებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავთანდილ კვეზერელ-კოპაძის, ქურხულის, ნიორაძის და თელავის ქუჩებზე.
ნაძალადევის რაიონში, ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება.
საბურთალოს რაიონში, ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, მარიკა ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ჩახავას, ჩხეიძის, მაღალაშვილის, ქუთათელაძის, ჩიქოვანის, აფხაიძის, მეგრელიძის, დელისის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირზე (ნაწილობრივ), არჩილ ქურდიანის და ლუბლიანას ქუჩებზე
ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
ვაკის რაიონში, დაბა წყნეთსა და ახალდაბაში დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეწყდება.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.