თბილისის რვა რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რვა რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მთაწმინდის რაიონში დენის მიწოდება 10:0 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას, დიმიტრი ბაქრაძის, შოთა მილორავას, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ბელინსკის, ალექსი მაჭავარიანის, ზანდუკელის და ჭოველიძის ქუჩების მცხოვრებლებზე.

გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გაგარინის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, ხევძმარის, დავით სარაჯიშვილის, რამაზ შენგელიას, მორეტის, მამკოდის, ნიკოლოზ შენგელაიას, ალეკო გობრონიძის, ტაბიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის და გმირ კურსანტთა ქუჩების აბონენტებზე.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩებს. 12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ნაწილობრივ ასევე გავრცელდება მუხიანის II მიკრორაიონში.

დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია აკაკი წერეთლის გამზირზე (ნაწილობრივ), სპირიდონ კედიას, ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩებზე. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ვანის ქუჩის მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სანზონის დასახლების, ქსნის, ფეიქართა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის ხევის, ლოტკინის მთის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ხვინგიას, დომენტი ჟღენტის, კაჭრეთის, ეფრემ ზაქარაიას, ლევან თიგიშვილის, სამღერეთის, კონდოლის, ვასილ თამარაშვილის, ლადო მესხიშვილის, მაღაროს, ლევან ცქიტიშვილის, ინწკირველის, ეკა ბეჟანიშვილის, ლომთათიძის და ოქტომბრის ქუჩების მცხოვრებლებზე.

ჩუღურეთის რაიონში, მახათას მთის, ქვალონის, თვალჭრელიძის და ცაიშის ქუჩების აბონენტებს დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.

საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ იოსელიანის, დოლიძის, ახალშენის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, სულხან ნასიძის და გურამ ბზვანელის ქუჩებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ასევე გავრცელდება ნასყიდაშვილის, კამანის, გაზაფხულის, შალვა ნუცუბიძის, ჯებაშვილის და დელისის ქუჩებზე.

კრწანისის რაიონში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება ზემო ფონიჭალის დასახლებაში და ფონიჭალის III მიკრორაიონში. 13:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხებათ რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეწყდება.

სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეუწყდება. 15:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება სოფელი დიდი ლილოს, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, სამგორის დასახლების, სამგორის II დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, საქსოფმანქის დასახლების IV კვარტლის, თეთრიხევის დასახლების, ორხევის დასახლების, ორხევის საწარმოო ზონის, კახეთის გზატკეცილის, გოკიელის, ორხევის, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, თენგიზ ჩანტლაძის, სააკაძის, ახვლედიანის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, თეთრი ხევის, ესენინის, ალექსანდრე ქართველიშვილის, მუხაძის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, პეტრიწის, ამირანაშვილის და აბზიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეეზღუდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.