კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 8 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კრწანისის რაიონში, კრწანისის, შუშინის, ბააზოვის, გრიშაშვილის და ფერდოუსის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეწყდება.
საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის, თავხელიძის, იოსელიანის, ბალანჩივაძის, ახალშენის, დოლიძის და ბზვანელის ქუჩების მცხოვრებლებს ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდებათ.
ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების (ნაწილობრივ), მონადირის, ფირცხალავას, ავშნის, ნუშის, ხუდადოვის, სტურუას, მესხის და კელაპტრიშვილის ქუჩების აბონენტებზე.
დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხებათ დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, აღმაშენებლის გამზირზე ელექტრომომარაგება 11:30 საათიდან 18:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება.
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებზე, რიგის, თაქთაქიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის, უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის, ბარნოვის, კავსაძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, შროშის, ქუთათელაძის, ქობულეთის, ნაფარეულის, ჯანაშვილის და ბაზალეთის ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეწყდება.
სამგორის რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის და ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) ქუჩების აბონენტებზე.
გლდანის რაიონში ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის „ა“ და VII მიკრორაიონების, მუხიანის II და IVა მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, დავით სარაჯიშვილის, რომან ჭელიძის, ილორის და ზარზმის ქუჩების მცხოვრებლებზე.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.