თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

სამგორის რაიონში ელექტროენერგია 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ ვარკეთილი-3 I, II, IV მიკრორაიონებსა და გახოკიძის ქუჩაზე.

ელექტრომომარაგება შეუწყდება ისნის რაიონსაც. 13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმის და სამასი არაგველის ქუჩებს.

საბურთალოს რაიონში ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება, კერძოდ დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ყურაშვილის, ფერაძის, შარაშიძის, ღლონტისა და ჩოხელის ქუჩების აბონენტებისთვის. ასევე, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა გავრცელდება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორისა და შევარდენიძის ქუჩებზე.

დიდუბის რაიონს ელექტრომომარაგების შეზღუდვა 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეეხება. კერძოდ, დიღმის მასივის I კვარტლსა და რობაქიძის ქუჩას.

ვაკის რაიონში ელექტროენერგია 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება. საუბარია ჭავჭავაძის გამზირსა და მიშველაძის ქუჩაზე.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ განცხადებაში.