ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კრწანისის რაიონის, კერძოდ გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე შეეხებათ.
გლდანის რაიონის, კერძოდ გელა ჭედიას, შუშისა და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია
11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 11:00-დან 14:00 საათამდე შეეხება.
ჩუღურეთის რაიონის, კერძოდ ნინო ჩხეიძის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.