თბილისის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

07:47, 30.01.2018

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, დედაქალაქის ოთხ რაიონში ელექტრომომარაგება დღეს დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კრწანისის რაიონის, კერძოდ გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს შეზღუდვა 10:00-დან 18:00 საათამდე შეეხებათ.

გლდანის რაიონის, კერძოდ გელა ჭედიას, შუშისა და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია
11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიაზე შეზღუდვა 11:00-დან 14:00 საათამდე შეეხება.

ჩუღურეთის რაიონის, კერძოდ ნინო ჩხეიძის, მარჯანიშვილისა და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტრომომარაგება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი