თბილისის რამდენიმე უბანში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]
თბილისის რამდენიმე უბანში დატბორილი სახლების პირველი სართულებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები გრძელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა წყალი ამოტუმბეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმის შედეგად დატბორილი სახლებიდან.
ასევე, წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს ვარკეთილის მასივში კორპუსის სარდაფიდან, ასევე ქვლივიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან.
ძლიერი წვიმისა და სახლების დატბორვის შედეგად, არავინ დაშავებულა.