თბილისის რამდენიმე უბანში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]

00:51, 19.06.2018

თბილისის რამდენიმე უბანში დატბორილი სახლების პირველი სართულებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა წყალი ამოტუმბეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმის შედეგად დატბორილი სახლებიდან.

ასევე, წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს ვარკეთილის მასივში კორპუსის სარდაფიდან, ასევე ქვლივიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან.

ძლიერი წვიმისა და სახლების დატბორვის შედეგად, არავინ დაშავებულა.

მსგავსი