თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 26 ივნისს დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ჭილაძის, ტაშკენტის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის, შმიდტის და ბაგრატიონის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის, სოფელი ზურგოვანის, ჩალიპირების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ფარნავაზის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, როსტევანის, ოთხი ათასი მესხის, ასმათის და დავარის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საირმის, ცაგარელის, ბურძგლას, მიცკევიჩის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და მელქაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ჩხენკელის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ზედაზენის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის და ლეჟავას ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის, ნანეიშვილის და კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,- აცხადებენ თელასში.