თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, პირველ ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზისა და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლებისა და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანასა და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.