თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს პირველ ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, პირველ ივნისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ალექსანდრე ბანძელაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზისა და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლებისა და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანასა და იუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.