თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 24 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის, ხიზანიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, დიდი-ჯიხაიშის, ქართლის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის, ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის და ოქტომბრის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ცხემის, გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით, 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კვეზერელი-კოპაძის, იზაშვილის, ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ერევნის, თელავის, მახათას, დმანისის, სევანის, ირბახის, აბულაძის, ფოსტის, ახმეტის, სართიჭალის, ხივინის, ერისთავის, ქურხულის, ბადიაურის, ჩუბინიძის, დმანისის, ობსერვატორიის და ხერხეულიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.